„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში" "ქართული ოცნების" ბრალდებებს უპასუხეს. როგორც კოალიციის წევრი აკაკი ბობოხიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ამბობს, ნამდვილად იყო შემთხვევები, როდესაც მათ ეგონათ, რომ გარკვეული პირების მხრიდან დამკვირვებლად დარეგისტრირების შესახებ თანხმობა არსებობდა, თუმცა გვიან გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო.
"სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა ისეთი აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვეგონა, თანხმობა არსებობდა, როცა მოგვაწოდეს მონაცემები და ბოლოს გაირკვა, ძალიან გვიან, რომ რამდენიმე ადამიანი, როგორც თვითონ ამბობს, არ იყო თანახმა, მონაწილეობა მიეღო როგორც დამკვირვებელს. ამ ადამიანების მონაცემები გადმოგვეცა სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, პირველადი ორგანიზაციებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. შეუძლებელია, 3000 ადამიანს პირადად გაესაუბრო. ყველაზე პრობლემური მაინც ის არის, რომ როცა კომისიის თავმჯდომარემ დაინახა, რომ კომისიის წევრი არ ესწრებოდა სხდომებს, მას წესით, ადმინისტრაციული გადაწყვეტილება უნდა მიეღო", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" 26 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მათი მომხრეების მიმართ არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ამის შესახებ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და პროკურატურას საკითხით დაინტერესებისთვის მოუწოდა. პროკურატურაში უკვე შევიდა სარჩელი "ქართული ოცნების" სახელით.