გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ გვარამიამ კანონიერ მფლობელს კომპანია წაართვა, შემდგომ ეს გაძარცვული კომპანია, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, უკან დაუბრუნა მფლობელს.
,,მარტივად აგიხსნით , რა ქნა გვარამიამ... გვარამიამ კანონიერ მფლობელს წაართვა კომპანია, შემდეგ გაძარცვა ეს კომპანია 7 მილიონით და ეს გაძარცვული კომპანია მიუგდო კანონიერ მფლობელს სტრასბურგის გადაწყვეტილებით! ახლა მოთქვამენ და პასუხისგება არ უნდათ ამ მოროდიორებს! ‘’ წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.