დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, იგი დაუყოვნებლივ შეიწყალოს.
„ვიდრე ეს პროცესი უკიდურესად დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია.
ის [ივანიშვილი] მჭიდრო კავშირშია რუს ოლიგარქებთან, მთელი მისი ქონება რუსეთში არის ნაშოვნი. ის, ფაქტობრივად, რუსეთის რეჟიმს ემსახურება და თავისი ქმედებებით ძირს უთხრის დემოკრატიას ქვეყანაში. ეს იყო პირდაპირ, მიზანმიმართულად ტელეკომპანია „მთავარის“ დასახურად გადადგმული ნაბიჯი. შემდეგ რიგში სხვები იქნებიან, რადგან ამ ხელისუფლების კრიმინალურ და ფინანსურ დანაშაულებს მხოლოდ თავისუფალი მედია ავლენს. ეს არავის შერჩება.
რაც შეეხება პერსპექტივას, სააპელაციო სასამართლო ისეთივე ყურმოჭრილია, როგორც ეს სასამართლო და სამარცხვინო მოსამართლე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი დამნაშავე. სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ხანდახან უყვარს უცხოეთში პოზიორობა და კეკლუცობა, სანამ ეს პროცესი არ დააზიანებს ქვეყანას, ერთხელ მაინც გადადგას ღირსეული ნაბიჯი და შეიწყალოს ნიკა გვარამია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა.