პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, „მთავარი არხი“ გაქრება თუ რა მოხდება?!", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.
"სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიკა გვარამიამ გადადგა ნაბიჯები "რუსთავი 2"- ის საწინააღმდეგოდ და გამოუტანა ის გადაწყვეტილება, რაც გამოიტანა. რა შეფასებებს აძლევენ პოლიტიკური ოპონენტები ამას, ეს სამართალთან მიმართებით მეორეხარისხოვანია. სარჩელი იყო ინიცირებული "რუსთავი 2"- ის დამფუძნებლის მიერ "რუსთავი 2"- ის ინტერესების დაზიანებაზე, რა შუაშია ხელისუფლება? ნიკა გვარამია რომ არ იქნება, "მთავარი არხი" გაქრება თუ რა მოხდება?!
კითხვები ისმის შიგნით, ევროკავშირს, მის ოფიციალურ სტრუქტურებს, არ ვამბობ ცალკეულ წარმომადგენლებზე, ვამბობ, როგორც ოფიციალურ სტრუქტურაზე, ევროკავშირს, არ მგონია, არსებითი კითხვები გაუჩნდეს ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გამო. სტრასბურგის სასამართლომდე მისასვლელი გზა არსებობს და ვნახოთ, რამდენად სამართლიანია თუ უსამართლო ქართული სასამართლოს მიერ გამოტანილი სარჩელი, რადგან "რუსთავი 2"- ის საქმეზე ზუსტად იგივე კითხვები იყო და ვნახეთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება,"- განაცხადა დავითულიანმა.
ცნობისათვის, "მთავარი არხის“ დამფუძნებელეს, ნიკა გვარამიას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.