შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ბევრი ქვეყნის ლიდერი თუ მისი წარმომადგენელი ელჩი საქართველოში არ წარმოადგენს რეალურად იმ ხალხის ნებას, სადაც ის არის ლიდერი ან ელჩი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, 19% არ არის ის ოდენობა, რომ ვინმეს განიჭებდეს იმის ლეგიტიმაციას, რომ დანიელი ხალხის და საზოგადოების სახელით ისაუბროს.
„გნებავთ ავიღოთ დანიის მაგალითი, რომლის პრემიერის პარტიამაც მიიღო მინიმალური ხმები ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში. 19% არ არის ის ოდენობა, რომ შენ განიჭებდეს იმის ლეგიტიმაციას, რომ დანიელი ხალხის და საზოგადოების სახელით ისაუბრო, მით უფრო უსამართლოდ აკრიტიკო საქართველო“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
დანიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. დათვლილია ხმათა 100 პროცენტი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და მისმა „წითელმა ბლოკმა“ საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგეს. არჩევნების შედეგების ფონზე „ქართულ ოცნებაში“ დანიის ხელისუფლების მხრიდან, დანიელი ხალხის სახელით, საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებულ, უსაფუძვლო განცხადებებს იხსენებენ. მმართველ გუნდის შეფასებით მსგავსი განცხადებების გაკეთება, ისეთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რომელსაც მოქალაქეების მხოლოდ 19% უჭერს მხარს, პოლიტიკურ მორალს აცდენილია.