რატომ არ უნდა დავტოვოთ ტაძარი წირვის დასრულებამდე - წმინდა მამების შეგონება
1774456241
ირანმა განიხილა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა და „მოთხოვნებს გადაჭარბებულად მიიჩნევს“, – ციტირებს ირანის სახელმწიფო მედია ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებას.
„ირანი ომს მხოლოდ საკუთარი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაასრულებს. ირანი აშშ-ის პრეზიდენტს, ტრამპს ომის დასრულების ვადების განსაზღვრის უფლებას არ მისცემს“, – აღნიშნავს ირანელი მაღალჩინოსანი.
მისივე თქმით, თეირანმა შუამავლის მეშვეობით აშშ-ს განუცხადა, რომ განაგრძობს თავდაცვას.
როგორც ირანელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, მთავარი პირობა ომის დასასრულებლად ირანზე თავდასხმების შეწყვეტაა, ასევე „კონკრეტული გარანტიების დადგენა, რომლებიც ხელს შეუშლის ომის გამეორებას“.
ირანი ასევე მოითხოვს ომში მიყენებული ზარალისთვის „გარანტირებულ ანაზღაურებას“.