ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს - „როიტერი“

აშშ ირანი დროშა

ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებს, შესაძლოა, თურქეთმა ან პაკისტანმა უმასპინძლოს. ამის შესახებ „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განუცხადა.

მისივე თქმით, თეირანს ვაშინგტონის წინადადებები პაკისტანის შუამავლობით გადასცეს, თუმცა წყარო ამ წინადადებების შინაარსს არ ასაჯაროებს, ასევე არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა იმავე 15-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელზეც მედია მანამდე წერდა.

ამასთან, პაკისტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ პაკისტანი ელოდება ირანის პასუხს აშშ-ის შეთავაზებებზე, რომელიც ისლამაბადის საშუალებით თეირანს გადასცეს. ასევე არ არის დადასტურებული შეხვედრის თარიღი ან ადგილი.