მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
3 სარჩელი კი არა, 30 შეიტანონ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ მიმართ გადაწყვეტილება და განაჩენი ხალხს დიდი ხანია გამოტანილი აქვს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ლევან ბეჟაშვილის განცხადებას.
საუბარია ბრიფინგზე, სადაც ბეჟაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს.
„რა უნდა გაასაჩივრონ? ის ხალხი, ვინც მათ მიერ წამებული იყო, ვინც გადაურჩა სიკვდილს და მოვიდა საგამოძიებო კომისიაზე, იმათ რა უნდა უჩივლონ? მოვიდნენ მაშინ და ბრიფინგი ჩაატარონ იმ ხალხთან ერთად. დასკვნაში ჩვენ ხომ არაფერს ვიგონებთ, ჩვენ დასკვნაში ვწერთ იმას, რა ახსნა-განმარტებაც იმ ხალხმა თქვა კომისიაზე. ეს ხომ საჯარო იყო და რას ასაჩივრებენ? 3 სარჩელი კი არა, 30 შეიტანონ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ მიმართ გადაწყვეტილება და განაჩენი ხალხს დიდი ხანია გამოტანილი აქვს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აღიარება - პარტია რომ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებს, ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. კერძოდ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით და იურისტების რჩევით, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას იწყებს.