მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
გერმანული მედიის ცნობით, დღეიდან ბონში მუშაობა განაახლა ავღანეთის გენერალურმა საკონსულომ. ამჯერად საკონსულოში ავღანეთის მმართველი „თალიბანის“ წარმომადგენელი იმუშავებს.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობა ოფიციალურად არ აღიარებს „თალიბანის“ ხელისუფლებას, თუმცა ისლამისტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მანამდეც გამართა. ბერლინში იმედი აქვთ, რომ ბონში გახსნილი თალიბების საკონსულო ხელს შეუწყობს გერმანიაში არალეგალურად მყოფი ავღანელი მიგრანტების სამშობლოში დეპორტაციას.
ბონში ავღანეთის საკონსულოს გახსნას თან ახლდა საპროტესტო აქციები. დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ იმ მოძრაობის წევრები, რომლებიც ლტოლვილების დახმარებას უჭერენ მხარს.
ბონში მდებარე ავღანეთის გენერალურ საკონსულოს მანამდე „თალიბანის“ მოწინააღმდეგე ჰამიდ ნანგიალაი კაბირი ხელმძღვანელობდა. ის ოქტომბერში იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა, მათ შორის გერმანიის საგარეო უწყების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო. ამის შემდეგ ნანგილაიმ გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა.
ბერლინის მხრიდან საკონსულოზე კონტროლის თალიბებისთვის გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ პროტესტის ნიშნად საკონსულოს ყველა თანამშრომელმა დატოვა სამსახური. მათი თქმით, თალიბების მიერ საკონსულოზე კონტროლის დამყარება საფრთხეს უქმნის კონფიდენციალური დოკუმენტებისა და ავღანეთის მოქალაქეების მონაცემების უსაფრთხოებას.
ავღანეთის საკონსულო ასევე გაიხსნა მიუნხენშიც. ამასთან, ბერლინში ფუნქციონირებს ავღანეთის საელჩოც.
მანამდე, გერმანიის მთავრობამ ორ თალიბ დიპლომატს ქვეყანაში ჩასვლის უფლება მისცა, რათა მათ დაიწყონ მუშაობა ბონში და ბერლინში მდებარე დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.