დასახელდა ყველაზე ჯანსაღი ზეთი - დიეტოლოგების პასუხი
1762785413
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი ისრაელში იმყოფება. კუშნერი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს იერუსალიმში შეხვდა.
მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა შეხვედრის დროს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და დარჩენილი მძევლების დაბრუნების მცდელობებზე ისაუბრეს.
ამასთან, როგორც მედია იუწყება, მოსალოდნელია, რომ ისრაელში ასევე ჩავა დონალდ ტრამპის კიდევ ერთი მრჩეველი სტივ უიტკოფი და მოლაპარაკებებს შეუერთდება.
ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს გასულ თვეში შეხვდა, რათა რეგიონში განვითარებული მოვლენები და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განეხილათ.