ხანძარი თბილისში - ვითარება ამ წუთებში ადგილზე
1762778814
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ ფილიალებში გაასაღეს, ჯამში, 3000 აშშ დოლარის ოდენობის, 60 ცალი ყალბი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.