საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი გადაწყვეტს, რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში, როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას აჟღერებს.
მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, შეერთებულ შტატებს, ამის მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და მერე გაგაწევრიანებთო.
ახლა რომელი ჭკუათმყოფელი ქვეყანა და ერი – გადაწყვეტს რომ გაერთიანდეს ნებისმიერ გაერთიანებაში როდესაც მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანაზე გვეუბნება დაუპირისპირდითო. მათ შორის აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ბოლო თვეებია, ნელ-ნელა ნაბიჯები იდგმება პარტნიორობის აღდგენისკენ. გვეუბნება რომ იმ მოძრაობას დაუპირისპირდი, რომელიც არის დაფუძნებული დღევანდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ – ესაა ზუსტად ის გზავნილი, რომ რეალურად თუ გინდა შემოდი, როგორც მონა თუ არადა მაშინ არ შემოგიშვებ.
რეალურად ჩვენ რასაც ვამბობდით „ხალხის ძალა“ წლების წინ, რეალურად იგივე თქვა ახლა მარტა კოსმა, უბრალოდ ამას ამბობდნენ კულისებში და ახლა უკვე ამბობენ საჯაროდ. მარტო ისლანდიის მაგალითი რად ღირს, როდესაც ამ სახელმწიფომ და იქ შემავალმა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაერთიანდეს ევროკავშირში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ.