გურამ მაჭარაშვილი: კოშტას და კალასს ახლა გაახსენდათ, რომ სხვა ქვეყნებში ჩარევა თურმე ანტიდემოკრატიული ყოფილა, საქართველოს შიდა საქმეებში არა მხოლოდ განცხადებებით ერეოდნენ, ფიზიკურად მონაწილეობდნენ

გურამ მაჭარაშვილი

აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია, რომ ეს ის ევროპა აღარ არის, რაც ადრე იყო და შეიძლება, სიტყვა – ევროპა დარჩეს და სხვა ღირებულებები გაქრეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას არა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, ყველაფერზე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია საუბარი.

„ანტინიო კოშტას და კაია კალასს რატომღც ახლა გაახსენდათ, რომ თურმე, სხვა ქვეყნებში ჩარევა ანტიდემოკრატიული ყოფილა – გამარჯობა, მოგესალმებით. რეზოლუციებში რომ წერდნენ, საქართველომ რა კანონი მიიღოს, რა გააუქმოს, საგარეო საქმეთა მინისტრებს აგზავნიან ანტისამთავრობო მიტინგებზე, ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, ეკლესია დაივიწყონ და ლგბტ ოროპაგანდას „მიაწვნენ“, უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლება და ევროკავშირის ელჩი „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდას რომ ეწეოდა, ეს ჩარევა არ იყო? მართალია, ეს ჩარევა არ იყო, ეს პროცესებში მონაწილეობა იყო „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. საქართველოს შიდა საქმეებში არა მხოლოდ განცხადებებით ერეოდნენ, არამედ ფიზიკურად არიან მონაწილეები. „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ვერაფერს აკეთებენ და მათ ნაცვლად გერმანიის ელჩი დადიოდა სასამართლო პროცესებზე იმ ადამიანის მხარდასაჭერად, რომელმაც პოლიციელს სილა გააწნა. აი, ასეთი დემოკრატიული ელჩი ჰყავთ. უსამართლობა დაუბრუნდათ, ევრობიუროკრატიამდე სამართლიანობა ამერიკის პრეზიდენტის სახით მივიდა. ეს არის ზუსტად -„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.