რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა, რომელიც ბავშვებს სამხედრო კონფლიქტების პირობებში მიეძღვნა. სხდომის თემა - „ბავშვები, ტექნოლოგიები და განათლება კონფლიქტის პირობებში“, შერჩეული იყო ირანში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე.
თავისი გამოსვლის დროს, აშშ-ის პირველმა ლედიმ ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობასა და ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. „ცოდნა ხელს უწყობს სხვების მიმართ ემპათიის განვითარებას, ის ლახავს გეოგრაფიის, რელიგიის, რასის, სქესის და ადგილობრივი ნორმების საზღვრებსაც კი“, - განაცხადა ტრამპმა.
სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ირანის ელჩმა გაეროში ამირ საიდ ირავანიმ, ომისა და ირანის ქალაქებზე ავიაიერიშების ფონზე შეერთებული შტატების მიერ ბავშვთა დაცვის შესახებ განხილვის ჩატარებას „ღრმად სამარცხვინო და ფარისევლური“ უწოდა.
მელანია ტრამპი მსოფლიო ლიდერის პირველი მეუღლე გახდა, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა.