გურამ მაჭარაშვილი ხოშტარიაზე: მიზანი არის ყოველთვის ის, რომ ამ დეზინფორმაციისგან შექმნან მერე პოლიტიკური დღის წესრიგი

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება. „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ამ კამპანიის მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაა.

„​სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრობლემა რომ იყოს სამედიცინო მომსახურების მიწოდება ან საკვებთან დაკავშირებით რაიმე გამოწვევები, როგორ ჰგონია საზოგადოებას, რომ ელენე ხოშტარიათი გამოვიდოდა ინფორმაცია? მიზანი არის ყოველთვის ის, რომ ამ დეზინფორმაციისგან შექმნან მერე პოლიტიკური დღის წესრიგი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

ბრალდებების საპასუხოდ, პენიტენციურმა სამსახურმა განმარტება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ყველა სამედიცინო სერვისით. მას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა, დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შეყვანამდე და ქრონიკული დაავადებები პერიოდულად მწვავდება, თუმცა ხოშტარიას გართულებები არ აქვს.