გურამ მაჭარაშვილი ელისაშვილზე: ვერც პოლიტიკოსად შედგა, ვერც ბინ ლადენი გახდა

მაჭარაშვილი

ვერც პოლიტიკოსად შედგა, ვერც ბინ ლადენი გახდა, თუმცა აღიარა თავისი დანაშაული. ბუნებრივად ჩანს ამ ყველაფერში, რომ შენ, ასეთი ქცევით, შენი ქვეყანა არ გიყვარს, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა ალეკო ელისაშვილზე საუბრისას. „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში, ასე არასოდეს იქცეოდნენ ისინი, ვისაც ქვეყნისთვის კარგი სურდათ.

„ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ დიფ სთეითი არც ტერორისტულ აქტებს ერიდება საქართველოში, არც ბომბების ჩამოცვენას, არც დეზინფორმაციას. აი ეს არის ელისაშვილის შემთხვევა - კლასიკური მაგალითი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღესვე სასამართლო განიხილავს ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე წარდგენილ ბრალდებას.