1766688585
გურამ მაჭარაშვილი: 4-მა ოქტომბერმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის სურს დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები - გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი, ყველამ უნდა აგოს პასუხი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი 4 ოქტომბრის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაკავებას ეხმაურება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, პასუხი ყველამ უნდა აგოს.
„4-მა ოქტომბერმა ერთი მხრივ აჩვენა ის, რომ საქართველოს საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის აღარ სურს არც დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურმა წარმომადგენლებმა ნახეს, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდათ.
მეორე მხრივ, გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი და ყველამ უნდა აგოს პასუხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წუთების სიზუსტით გამოაცხადა ის მტკიცებულებები, სადაც [ბაჩანა ახალაია] 4 ოქტომბერს დამხობის პროცესს, როგორც ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ მიდიხარ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და მით უმეტეს დამხობის პროცესში”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.











