GORBI: რუსთავის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ გაიმარჯვა

რუსთავი

GORBI-ს ეგზიტპოლის თანახმად, რუსთავის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 94,2% მიიღო. მეორე ადგილზე ოპოზიციის კანდიდატი თამარ კეკენაძე გავიდა (5,8%).

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. კვლევა ჩატარდა ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.