GORBI: ბათუმის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ გაიმარჯვა

ცინცაძე

GORBI-ს ეგზიტპოლის თანახმად, ბათუმის მერი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გიორგი ცინცაძე გახდა. მან ამომრჩეველთა ხმების 81,2% მიიღო. მეორე ადგილზე გოჩა გუგუნავა გავიდა (9,3%), მესამეზე კახაბერ ცისკარიძე (4,4%).

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. კვლევა ჩატარდა ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.