1732386875
გოგი ხოშტარიასგან არაფერი გამიკვირდება - პირველი იყო, რომელიც სიგუასა და კიტოვანს გვერდს უმშვენებდა და შეიარაღებული ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას -გიორგი გამსახურდია
ეს არის აპრობირებული მეთოდი სპეცსამსახურების, როცა ამ არხებით ირიცხება. რა ჰონორარი? მეც ვიღებ ბაბუაჩემის ჰონორარს და ვიცი, როგორ, რანაირად და რა გზით ხდება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
„რამდენჯერაც შეეცდება ეს ყველაფერი დაამტკიცოს, საპირისპირო შედეგს მიიღებს. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და სჯობს ამ დისკუსიაში თვითონაც არ შემოვიდეს. გოგი ხოშტარიასგან არაფერი გამიკვირდება - პირველი იყო, რომელიც სიგუასა და კიტოვანს გვერდს უმშვენებდა და ასე ვთქვათ, შეიარაღებული ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას. მამების ჩადენილ დანაშაულზე შვილები პასუხს არ აგებენ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. ამ მორალურ პაექრობაში რომ შედის იმ ადამიანებთან, რომლებმაც ბევრი რაღაც გაწირეს, გააკეთეს. პაატა ბურჭულაძე ჰყავთ და ეს რომ დაიწყებს რუსეთუმეებზე ლაპარაკს. ესენი ამაზე არ უნდა ლაპარაკობდნენ. ბიძინა ივანიშვილია რეგრესულ ადამიანად შეფუთული და ესენი არიან მშვიდობის მტრედები“, - განაცხადა გამსახურდიამ.
„ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციური პარტია ,,დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია უარყოფს.
,,სიმონ ვირსალაძე, რომელიც არის საქართველოს საამაყო მსოფლიო მასშტაბის მხატვარი, რომლის ჰონორარებსაც იღებს მამაჩემი. ჩემი ოჯახი, რომელიც მთელი ცხოვრება, 38 წლის რეპრესიებიდან დაწყებული დღემდე ებრძვის რუსულ სახელმწიფოს და რუსულ ოკუპანტ რეჟიმს. გადაწყვიტეს, რომ აქ დაიწყონ ბინძური კამპანია.ვერცერთი დეზინფორმაცია ჩემს ბრძოლას ოლიგარქებთან ვერ შეაჩერებს", - აცხადებს ხოშტარია.