LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს რომის პაპს, ლეონ მეთოთხმეტეს შეხვდება.
ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთანაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გლობალურ პროცესებში ვატიკანის როლიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რომის პაპთან შეხვედრა, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი.
"გლობალურ პროცესებში ვატიკანის როლიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს რომის პაპთან შეხვედრა, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი და რა თქმა უნდა, გლობალურ პროცესებში ვატიკანის როლთან დაკავშირებით მსჯელობა. ჩვენთვის ძვირფასია ის ურთიერთობები, რაც საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული, საკმაოდ მყარ ფუნდამენტზე მდგარი ურთიერთობები, როგორ ვითარდება და იმის გათვალისწინებით, რომ დღეს, კათოლიკურ სამყაროს ჰყავს ახალი პაპი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და საუბარი ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც აქტუალურია საქართველოსთვის გლობალური და რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.