ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს - შსს

ლენტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ნ.ფ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა - 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი  კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე  დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.