კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
რა არჩევანს გააკეთებს უკრაინა, რთული სათქმელია. მარტივი არჩევანი არ არის, მაგრამ ყოველი შემდგომი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა მორიგი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს უფრო ამძიმებს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, უკრაინას ცუდსა და უარესს შორს აქვს არჩევანი.
„ძალიან მძიმე სამშვიდობო გეგმაა, რაც, პირველ რიგში, გამოწვეულია ფრონტზე არსებული მდგომარეობით. ომს ერთი მძიმე შედეგი ახლავს – ვინც ფრონტზე იმარჯვებს, მას ულტიმატუმის წაყენებისთვის გაცილებით მეტი პირობა აქვს მისთვის სასარგებლო პოზიციებზე, თუ სამშვიდობო პროცესის გაგრძელებაზე. რა არჩევანს გააკეთებს უკრაინა, რთული სათქმელია. ეს მარტივი არჩევანი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყოველი შემდგომი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა მორიგი სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს უფრო ამძიმებს.
ესეც ფაქტი და რეალობაა. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორს. ეს ის რეალობაა, რაც ომმა უკრაინას მოუტანა. ევროპა, როგორც ამ სამშვიდობო, ასევე წინა სამშვიდობო შეთანხმებებთან დაკავშირებით, უარყოფით დამოკიდებულებას იჩენს. არ ვიცი, საბოლოო ჯამში, რაზე აქვს გათვლა, მაგრამ საომარი მოქმედების გაგრძელება უკრაინაზე, მის მოქალაქეებზე აისახება. აისახება იმით, რომ მოწინააღმდეგე მხარე უფრო მეტი ტერიტორიის დაკავებას ახერხებს. ევროპული სახელმწიფოები უკრაინის რადიკალურად დახმარებას რით ზრდიან, ნათელი არ არის, ბუნდოვანია. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად, მათი პოლიტიკური სახის შენარჩუნებაზეა საუბარი. სხვა მხრივ, ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ რაიმე რადიკალური ცვლილებების ნიშანი ჯერ არ ჩანს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.