საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
1763965943
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა.
გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებთან შეხვედრაზე პროკურატურის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს. ასევე ისაუბრეს საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკასა და უწყების პრიორიტეტებზე.შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე და მოადგილეები ავთანდილ კოჭლამაზაშვილი და გიგა ძნელაძე ესწრებოდნენ.
გენერალურმა პროკურორმა მოადგილეებთან ერთად ასევე,ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული პროკურატურის შენობა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ პროკურატურის ახალი შენობა მორგებულია პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის მათ საქმიანობას.