განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები მარნეულში საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრნენ

მარნეულში საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები მარნეულის №2, ასევე სოფელ წერეთელსა და სოფელ შულავერში მშენებარე საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და სამშენებლო პროცესს გაეცნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„თითოეული საბავშვო ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღების ეზოებში მოეწყობა რეკრეაციული სივრცეები და სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მშენებლობის პროექტები „ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურვას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

კომიტეტის წევრები ასევე ეწვივნენ სოფელ შუალვერის №2 საჯარო სკოლას.

დეპუტატები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაესაუბრნენ და სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

მარნეულში კომიტეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრი, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დელეგატი ზაურ დარგალი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.