ცნობილია, კახეთში ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა - „დიდ სიყვრულს იმ ქვეყნად გააგრძელებთ“

ტრაგედია კახეთში

კახეთში, ავარიის შედეგად დაღუპული ცოლ-ქმრის ვინაობა ხდება ცნობილი. შემზარავ შემთხვევას  ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილების სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, წყვილი საკუთარი სახლის წინ იჯდა ცოლ-ქმარი, როცა მანქანა დაეჯახა.

„ვიზიარებთ ოჯახის და სოფელ საბუის დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ბიჭია და მარიკა ამბროსიშვილების ლამაზი სული. გამძლეობა მისცეს უფალმა მათ ოჯახს და საყვარელ ახლობლებს!“ - ვკითხულობთ „ენისელის“ ფეისბუკ გვერდზე.