ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
ჯერ ერთი, განსაზღვრავს, უკაცრავად და მეორე, ეს არ არის ცალკეული ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანმა, გავლენიანმა ორგანიზაციამ მიიღო საგანგებო რეზოლუცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
გიული ალასანია გამოეხმაურა სააკაშვილზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილი აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“.
„ასე იოლად არ არის ეს ყველაფერი. აი, ბატონი იუსტიციის მინისტრი რომ აკეთებს განცხადებებს, ფაქტობრივად აანონსებს სიკვდილს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-ის კითხვას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეეხებოდა.