პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ნებართვას ითხოვს - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ამ მოთხოვნით დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართავს.
ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა მათთვის გაუგებარია და სურთ პასუხები უშუალოდ ყოფილი პრეზიდენტისგან მიიღონ. მთავარი კითხვა „გირჩს“ სააკაშვილთან, როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან ქვეყნის ევროპულ მომავალთან და შექმნილ პოლიტიკურ დღის წესრიგთან დაკავშირებით ექნება.
„რაც შეიძლება მალე მივმართავთ ბატონ შალვა პაპუაშვილს, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს, მოგვცენ საშუალება, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და დაველაპარაკოთ. იმიტომ რომ, “ნაციონალური მოძრაობიდან“ ხან ერთი პასუხი მომდის, ხან მეორე პასუხი. საკითხი, რომელიც მაინტერესებს ამ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ მომენტში მისი პასუხია ჩემთვის მნიშვნელოვანი - არის ის, თუ რა არის მისი პოზიცია ევროპერსპექტივასთან დაკავშირებით, როგორ უყურებს ამ ამბავს და საკუთარი როლი როგორ წარმოუდგენია ამაში", - აცხადებს იაგო ხვიჩია.