პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, თუმცა მათ შორის პარტია „გირჩის“ ლიდერები არ იყვნენ.
პარტიაში „პრაიმტაიმს“ უთხრეს, რომ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და მიწვევა არ მიუღიათ.
როგორც ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა, ის სამუშაო ოფისშია და წარმოდგენა არ აქვს შეხვედრის შესახებ.
„შეიძლება საბო იყო, მასთან გადაამოწმეთ“,- გვითხრა მეგრელიშვილმა. თუმცა, გაირკვა, რომ შეხვედრაზე არც ჰერმან საბო იმყოფებოდა.
„არა, არ ვიყავით, არ ვიცოდით ასეთი რამე თუ იყო, რამე მეილი რომ მოსულიყო გავიგებდით, სავარაუდოდ არ მიგვიწვიეს“,- განუცხადა ჰერმან საბომ „პრაიმტაიმს“.
„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი დღეს ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. დეიმონ ვილსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „დროას“, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ასევე პარტია „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები .