პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე ორი წელია მარიხუანას მოხმარებაზე უარი თქვა.
"მარიხუანას თითქმის 2 წელია აღარ ვეწევი, ამიტომ "რა მოწიე" აღარ მკითხოთ.
რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ მის უვნებლობაზე, მარიხუანა აზიანებს მენტალურ ჯანმრთელობას და მით უმეტეს, როცა მოზარდები ეწევით მას, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფსიქიკის ცვლილებებში. 2 წლის წინ მივხვდი, რომ მენტალურ ჯანმრთელობას არამხოლოდ მოწევის აკრძალვით, არამედ ნორმალური ძილით, კვებით, წყლის ხშირი მიღებით და ფიზიკური დატვირთვებითაც უნდა მოვუფრთხილდე, რადგან ტვინი არის ჩვენი იდენტობა და ის გვქმნის პიროვნებებად. არაფერი არ ღირს პიროვნების დაკარგვად, ამიტომ ასი ადამიანიდან ასივე რომ ეწეოდეს, ერთი ნაფაზიც არ ჩამცდება ფილტვში. თქვენც გირჩევთ იგივეს.
ოღონდ ჰაერიდან არა, ცოდნის საფუძველზე გირჩევთ", - წერს დომენიკ მანგო.