"გირჩი" მესამე აქციას აანონსებს - სად და როდის იწვევს პარტია საზოგადოებას 

რაქვიაშვილი

"სიტუაცია გაიხლიჩა, გაჩნდა პირობითად "ნაცების" და "ქოცების" აქცია, ჩვენც და ბევრ ჩვენს მხარდამჭერს გაუჩნდა დისკომფორტის განცდა, რა არჩევანი გაგვეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ 18 ივნისს დედაენის ბაღში შევიკრიბოთ", - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დედაენის ბაღში მისულ ადამიანებს ესაუბრებიან საკითხზე, რა არის ევროპა და რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაცია.

"ჩვენი შეკრება არ გამორიცხავს იმას, რომ იქ მოსული ადამიანები სხვა აქციაზეც წავიდნენ. ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა "ფეისბუქის" მეშვეობით თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას. თუ მოვლენ, გაგვიხარდება და საინტერესო იქნება",- განაცხადა რაქვიაშვილმა.