გიორგი ვოლსკი სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: მათ არ უნდათ რეალური სურათი, რეალური ინფორმაცია მიეწოდებოდეს ხალხს კონკრეტული ტელევიზიების და მედიასაშუალებების ძალისხმევით

ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„მათ არ უნდათ რეალური სურათი, რეალური ინფორმაცია მიეწოდებოდეს ხალხს კონკრეტული ტელევიზიების და მედიასაშუალებების ძალისხმევით. ეს არის მთავარი მიზეზი და სამწუხაროა, რომ ამას ქადაგებენ მათ შორის მაღალი ევროპული ტრიბუნიდანაც“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მათ მოიპოვეს, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს. ისინი ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან და დოკუმენტის გაზიარებას ევროპარლამენტს სთხოვენ.

თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზეზად დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებენ, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამჯერადაც არაფერია ნათქვამი.