გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი ბიზნესის მიერ ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვით აფხაზეთში რამდენიმე ცისტერნით საწვავი შეტანის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი პრინციპულად ეწინააღმდეგება მათ საკმაოდ კარგად გააზრებულ პოლიტიკას, რომელიც საქართველოსთვის დაპირისპირების ახალი პლატფორმის შექმნასა და სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რამაც თბილისის მშვიდობის პოლიტიკას უნდა შეუქმნას პრობლემა.

„ეს არის სცენარი და ამ სცენარს უპირისპირდება ის, რაც ახლა ხდება, როდესაც აფხაზური საზოგადოების დასახმარებლად, კეთილი ნებით, ბიზნესმა გადაწყვიტა, რომ შეიტანოს საწვავის გარკვეული რაოდენობა, რომელიც არის მიზერი, იმასთან შედარებით, რასაც მოიხმარენ რუსეთში. ისიც ყველამ იცის, რომ დიზელს მოიხმარს სამხედრო ძალა და არა ბენზინს“, - აცხადებს ვოლსკი.