გიორგი ვოლსკი დეპუტატებთან ერთად ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო

გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ქალაქის მერთან კახა კალაძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიომ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

ტაძარში მისულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი, რომელიც „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივითა და დაკვეთით შეიქმნა.