5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება
1758053687
არასრულწლოვნის ცემაში ბრალდებული სპორტსმენი ხატია ვიბლიანი მოსამართლემ დარბაზში ჩაცმულობის გამო არ შეუშვა.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, ვიბლიანს მოკლე მაისურის გამო საყვედური გამოუცხადა:
„ეს რა არის? სასამართლო დარბაზში ნორმალურად უნდა იყოთ ჩაცმული! იცით, სად ხართ? ასეთ ტანსაცმელში დარბაზში ვერ შეგიშვებთ!“, - თქვა მოსამართლემ.
არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.
როგორც პროკურორი ნათია ნოზაძე აცხადებს, ხატია ვიბლიანმა 15 წლის ბავშვს ხელებისა და ფეხების გამოყენებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
დაცვის მხარის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ინანიებს, თანამშრომლობს გამოძიებასთან.