სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ამ შაბათ-კვირას ოფიციალურად აღიარებს პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტს დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა განცხადების გაკეთება ტრამპის წასვლამდე გადადო, რადგან შეშფოთებულია, რომ ამ საკითხმა შეიძლება ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ორი ლიდერის პრესკონფერენცია დაჩრდილოს.
აშშ მკაცრად ეწინააღმდეგება პალესტინის ოფიციალურ აღიარებას.