1758053825
აშშ-ის გენერალური პროკურორი: ძალადობა სამართალდამცველების მიმართ არასდროს უნდა იყოს მისაღები

ძალადობა სამართალდამცველების მიმართ ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი პრობლემაა და ის არასდროს უნდა იყოს მისაღები, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ.
ცენტრალურ პენსილვანიაში მომხდარი სროლის შედეგად სამი ოფიცერი დაიღუპა, ხოლო ორი კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში რჩება.
ოფიციალური პირების განცხადებით, ეჭვმიტანილი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, სამართალდამცველებმა გაანეიტრალეს.
CNN-ის წყაროს ინფორმაციით, სროლა, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციელები სასამართლოს ორდერის აღსრულებას ცდილობდნენ.