გიორგი ვოლსკი: არანაირი პრობლემა არაა იმაში, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოს მოქალაქე ჩამოვიდეს და თავისი კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს ისე, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში

გია ვოლსკი

 არანაირი პრობლემა არაა იმაში, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოს მოქალაქე ჩამოვიდეს და თავისი კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს ისე, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო კოდექსში დაანონსებული ცვლილებები.

მისი თქმით, საქართველოში ყველა პირობა იქნება, ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, რომ არჩევანი გაკეთდეს რეალური ინფორმაციის საფუძველზე.

„არანაირი პრობლემა არაა იმაში, რომ ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოს მოქალაქე ჩამოვიდეს და თავისი კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულოს ისე, რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, არ ექვემდებარებოდეს იმ შესაძლო ზეწოლას, რომელსაც სამწუხაროდ მოცემული პოლიტიკური კონიუნქტურა განაპირობებს კონკრეტულ ქვეყნებში. საქართველოში ყველა პირობა იქნება, ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება, რომ არჩევანი გაკეთდეს რეალური ინფორმაციის საფუძველზე და იმ გარემოში, რომელიც არის ნორმალური, ევვროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.