„საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1763489688
ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ საიდან ფინანსდება ნებისმიერი ასეთი არეულობის მცდელობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ მარტა კოსის განცხადებაზე.
მისი თქმით, ახალ ახალ გზებს ეძებენ ევრობიუროკრატები, საელჩოები და გარკვეული ორგანიზაციები იმისთვის, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს საქართველოში არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით ესა, თუ ის ღონისძიება.
„ვხედავთ, რომ ახალ ახალ გზებს ეძებენ ევრობიუროკრატები, საელჩოები და გარკვეული ორგანიზაციები იმისთვის, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს ჩვენ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით ესა, თუ ის ღონისძიება, გადატრიალების მცდელობები, გარკვეული მარშები და ა.შ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ საიდან ფინანსდება ნებისმიერი ასეთი არეულობის მცდელობა“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ გადაურიცხოს ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ის არ დააზიანოს.