„საფრთხეა თქვენი ჯანმრთელობისთვის“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1763489688
სარკინიგზო მაგისტრალი პოლონეთში უკრაინის მოქალაქეებმა ააფეთქეს, ორი ეჭვმიტანილი რუსეთის დაზვერვასთანაა დაკავშირებული, მათ პოლონეთის ტერიტორია დატოვეს და ბელარუსში გადავიდნენ. ეს განცხადება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სეიმში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მომხდარი დივერსიისა და ტერორისტული საფრთხის გამო, პოლონეთში რკინიგზაზე მთავრობა ტერორისტული საფრთხის დონეს ზრდის.
ინციდენტი პოლონეთში 16 ნოემბერს ვარშავა-ლუბლინის მაგისტრალზე მოხდა, რომელიც უკრაინასთან დამაკავშირებელი მთავარი სარკინიგზო მარშრუტია. ვარშავას ბრალდებებს ოფიციალური მოსკოვი უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პოლონეთი რუსოფობიაში დაადანაშაულა