„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანების პოლიტიკურ საქმიანობას ეხება.
მისი განცხადებით, არ შეიძლება, ამ ადამიანებს ქვეყანა მუდმივად სტრესის მდგომარეობაში ჰყავდეთ.
„არ შეიძლება, საქართველო მუდმივად სტრესის მდგომარეობაში ჰყავდეთ ადამიანებს, რომლებმაც დიდი დანაშაულები ჩაიდინეს, ზოგადად დანაშაულებრივი მართვის სისტემა შექმნეს. დღესაც მათი აქტივობები არის დაკავშირებული სწორედაც იმ ბოროტებასთან, რასაც ჰქვია საქართველოს დესტაბილიზაცია“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმად საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.