„პოლიტიკო“: პაკისტანი, აზერბაიჯანი და ინდონეზია, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში სტაბილიზაციის ძალებისთვის ჯარებს გაგზავნიან

პაკისტანი, აზერბაიჯანი და ინდონეზია,

პაკისტანი, აზერბაიჯანი და ინდონეზია, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში სტაბილიზაციის ძალებისთვის ჯარებს გაგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ძალების შემადგენლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ აუღია მტკიცე ვალდებულება.

„პოლიტიკო“ ასევე იუწყება, რომ კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და ეგვიპტის ჯარები ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე აშშ-ის ჯარებთან ერთად განლაგდებიან ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ხელშესაწყობად.