რომელი ბეჭედი მოგწონთ ყველაზე მეტად? - ფსიქოლოგიური ტესტი
1760446140
პერუს დედაქალაქ ლიმაში, კონგრესის შტაბ-ბინასთან ანტისამთავრობო აქციის დროს შეტაკებები მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.
პროტესტი ხოსე ჯერის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართა.
ცნობისთვის, პერუს კონგრესმა პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს იმპიჩმენტი გამოუცხადა და მისი მოვალეობის შემსრულებლად 38 წლის იურისტი და კონგრესის თავმჯდომარე – ხოსე ჯერი დაამტკიცა. ხოსე ჯერი პრეზიდენტის მოვალეობას ბოლუარტეს ვადის ამოწურვამდე, 2026 წლის ივლისის ბოლომდე შეასრულებს.