გიორგი ვაშაძე იყო ძალიან საპატიო ადგილას, დარბაზში, სადაც ათასი მოწვეული სტუმარი იყო - პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა როგორ და რა ფორმით დაესწრნენ ინაუგურაციას საქართველოდან ვაშინგტონში ჩასული ოპოზიციის ლიდერები.

პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძე ღნისძიებას საპატიო ადგილიდან ესწრებოდა, სადაც ათასი მოწვეული სტუმარი იყო.

"გიორგი ვაშაძე იყო ძალიან საპატიო ადგილას, დარბაზში, სადაც ათასი მოწვეული სტუმარი იყო. გიორგი ვაშაძე ვერ მოხვდებოდა პრეზიდენტების გვერდით, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტი," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", ლანა გალდავა ამბობს, რომ ამბობს, რომ  საინაუგურაციო საზეიმო ღონისძიებაში კონგრესმენების უშუალო მიწვევით მიიღეს მონაწილეობა.