1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ხსნის გეგმა 24 ივნისს იქნება წარმოდგენილი. ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვაშაძემ არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს ეს გეგმა.
„როდის ნახეთ თავისი მოტივაციით ქუჩაში გამოსული ამდენი გულანთებული ადამიანი? ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის, ვინც გუშინ შეიკრიბა რუსთაველზე და მთელი მსოფლიოდან გულშემატკივრობდა ასობით ათასი ემიგრანტი – ძალაუფლება მათ ეკუთვნით და არა ოლიგარქს. ოლიგარქატი უნდა დავასრულოთ, რადგან დეოლიგარქიზაციის გარეშე კანდიდატის სტატუსი არ იქნება.
„ქართულ ოცნებას“ ორი-სამი დღე კიდევ აქვს დარჩენილი. 24 ივნისს ჩვენ გეგმას აუცილებლად წარვადგენთ. საკმაოდ საინტერესო ხუმრობა წავიკითხე სოციალურ ქსელში. ხუმრობაში ეწერა – „ქართულ ოცნებას“ რეკომენდაციებში პირდაპირ ბიძინა რომ ჩაუწერო, იტყვიან, საუბარი ბიძინა კულუმბეგოვზეა და არა – ბიძინა ივანიშვილზეო. ამ ქვეყანაში არის ერთი მთავარი ოლიგარქი და ის არის წინაღობა საქართველოს ევროინტეგრაციის. ბიძინამ თავი ამოწურა, ოღონდ, არა კულუმბეგოვმა, არამედ ივანიშვილმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.