გადმომაბარეთ უფლებამოსილება, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

"გადმომაბარეთ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"მე, მაგალითად, მათ ადგილზე, პრემიერ ღარიბაშვილის ადგილზე ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად მხარდამხარ ვიქნებოდი ჩაბმული დიპლომატიურ სამუშაოში, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასეთ შემთხვევაში კითხვა არ დაისმებოდა, რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი პირობების გარეშე. მათ აირჩიეს საპირისპირო გზა, ზელენსკიზე თავდასხმის გზა, ანტიუკრაინული, ანტიდასავლური გზა, სენატორების და კონგრესმენის მტრებად გამოცხადება, ამ ვითარებაში რას ელოდებით, კიდევ უკრაინამ თქვას არა, საქართველო ჩემთან ერთადო? ძალიან ცუდი, ძალიან ვწუხვარ, აი მე რომ მომცეთ შესაძლებლობა, გადმომაბარეთ უფლებამოსილება, მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან, ისე ბრიუსელთან, ვაშინგტონთან, კანდიდატის სტატუსსაც მოვიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, ზელენსკის ვათქმევინებ პირდაპირ, ჩვენთან ერთად მიეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსიო,"- განაცხადა ვაშაძემ.