„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოში რომ მოქმედებდეს, "ლელოსა" და "ნაცინალური მოძრაობის" ორი წევრი ოლიგარქებად იქნებოდნენ აღიარებული. როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ის მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, მიხეილ სააკაშვილს და დავით კეზერაშვილს გულისხმობს.
„დეოლიგარქიზაციის თემაზე საუბრობენ „ნაციონალები“ და „ლელო“, ორი მთავარი რადიკალური ოპოზიციური პარტია. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ამ თემაზე არის მიღებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ და ამ კანონის მიხედვით, ეს რომ იყოს საქართველოში მოქმედი, ორივე პარტიის ლიდერები იქნებოდნენ აღიარებული ოლიგარქებად, ესენი არიან - ლელოში ხაზარაძე, ჯაფარიძე და ნაცმოძრაობაში სააკაშვილი და კეზერაშვილი. ასე რომ ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის ჩემო მეგობრებო," - ამბობს ირაკლი კობახიძე.