პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკომისიის დოკუმენტში, პირველივე პუნქტში წერია, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, თუმცა ოპოზიცია დღემდე არღვევს პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ეს არის ოპოზიციის დამოკიდებულება ევროპისადმი და აქ ჩანს, რომ სინამდვილეში მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ.
„სამ საკითხს მინდა შევეხო. პირველ რიგში ეს არის პოლარიზაცია. როგორც მოგეხსენებათ, ევროკომისიის დოკუმენტში პირველ პუნქტად წერია, რომ უნდა შემცირდეს პოლარიზაცია, თუმცა ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა საქართველოში. ოპოზიცია ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში არღვევდა ამ პუნქტს და დღემდე არღვევს პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას.
ნახეთ რიტორიკა გასული ოთხი დღის განმავლობაში, შესაბამისად, ერთადერთი პუნქტის შესრულება ევალება ოპოზიციას და ხედავთ, რომ იმასაც არ ასრულებს. ეს არის მათი დამოკიდებულება ევროპისადმი, ეს არის მათი დამოკიდებულება ღირებულებებისადმი და აქედან ჩანს, რომ სინამდვილეში მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ, მათ უნდათ საპირისპირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ დეპოლარიზაციის მიმართულებით.
იმისათვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს ქვეყანაში, საჭიროა სულ მცირე ლექსიკონიდან ამოიღოთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის პრორუსული ხელისუფლება, პუტინისტური ხელისუფლება, ლექსიკონიდან ამოიღოთ გადატრიალება, რიგგარეშე და ასე შემდეგ, მაგრამ არა ვერ ახერხებთ, ვერ ახერხებთ გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი გზა არის არა ევროპული, არამედ თქვენი გზა არის მთლიანად სხვა მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.