გიორგი გვარაკიძე: საქართველოს გენერალური პროკურატურა უერთდება ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - ჩვენ გავაგრძელებთ მკაცრ პოლიტიკას ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ

გიორგი გვარაკიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს მკაცრ ბრძოლას ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ.

მისივე თქმით, ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და პრობლემაა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურა უერთდება ქვეყნის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას ნარკოტიკების ბრძოლის საკითხში. ჩვენ ვართ მკაცრები და ვიქნებით და გავაგრძელებთ მკაცრ პოლიტიკას ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და პრობლემა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ყოველდღიურად ახალი ნარკოტიკების გავრცელების ახალი გზები გვევლინება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს მკაცრ ბრძოლას ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე დაესწრნენ.