„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
ძალები რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალადობით არიან დაინტერესებულები უნდა დასრულდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი ბუტიკაშვილი საგარეო სპონსორების მხრიდან დაქირავებულია.
„საერთოდ ვინ არის ბუტიკაშვილი და რას წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნისთვის რა გაუკეთებია. ჩვეულებრივი, რიგითი ჭინკაა, რომელიც დაქირავებულია საგარეო სპონსორების მხრიდან, რათა ჩვენი ქვეყანა შეარყიონ და წაიყვანონ იმ რევოლუციური სცენარებისკენ, რომელთა არაერთი მცდელობაც ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ.
ესენი არიან ადამიანები რომლებსაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი არ უნდათ, არ უნდათ არჩევნები, არ უნდათ პოლიტიკური პროცესი და უნდათ ძალადობა, რევოლუცია, სამოქალაქო ომი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით და დემოკრატიული გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვლენ. ამიტომ მათი ერთადერთი დავალება არის, ქვეყანაში წარიმართოს ძალადობა და ამ ძალადობით რაღაცით იხეირონ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მიზნები აქვთ და თუ რა ამოცანები ამოძრავებთ. ამიტომ არანაირი შანსი იმისა რომ ეს ადამიანები ქართულ პოლიტიკაში ვიხილოთ არ არსებობს. სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, რომ ძალები რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალადობით არიან დაინტერესებულები უნდა დასრულდნენ“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ეთერში განაცხადა: „„ქართულმა ოცნებამ“ 2028 წელს არჩევნები ვერ უნდა ჩაატაროს, არ უნდა მივიდეს ხალხი, ამ მორალისგან დაცლილ ადამიანებთან, ქუჩისა და წინააღმდეგობის გარდა, გზა არ არსებობს“.